“ქართული ოცნების” დროშებით დაწყებული სასწავლო წელი შუახევის მუნიციპალიტეტში [ფოტო]

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი მარინე დარჩიძე სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ფეისბუქზე რამდენიმე ათეულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს, რომ მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი თავის მეცამეტე მუხლში წერია, რომ “დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება”.