პოლიტიკასაქართველოსიახლეები
“ქართული ოცნების” ლიდერები სადამკვირვებლო მისიებს შეხვდებიან
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/ოცნება.jpg)
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ცნობილია შეხვედრა 12:00 საათზე სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება.
შეხვედრის თაობაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.
„ხვალ გეგმავენ ჩვენი წარმომადგენლები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრას. შევეცდებით დეტალურად, პუნქტობრივი სიზუსტით ეუთო/ოდირის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩავაყენოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.