პოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნების” ლიდერები სადამკვირვებლო მისიებს შეხვდებიან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია შეხვედრა 12:00 საათზე სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება.

შეხვედრის თაობაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.

„ხვალ გეგმავენ ჩვენი წარმომადგენლები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრას. შევეცდებით დეტალურად, პუნქტობრივი სიზუსტით ეუთო/ოდირის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩავაყენოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button