“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გამარჯვება მიულოცა“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი წალენჯიხაში გოგა გულორდავა გამარჯვებს ულოცავს “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებულ კანდიდატს გიორგი ხარჩილავას.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს,რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.
მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა,თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა,რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.
წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღისწესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს.,-წერს გულორდავა.