საქართველოსიახლეები

ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი მარნეულის მე-2 უბნიდან გააძევეს

ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი თამარ მეტრეველი მარნეულის მე-2 უბნიდან გააძევეს. ამ გადაწყვეტილებას ხელი კომისიის 11-მა წევრმა მოაწერა. მათ ოქმში მიუთითეს, რომ დამკვირვებელი იყო აგრესიული, ხმაურინია, ყვიროდა და კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევდა მუშაობის საშუალებას.

გაძევებამდე, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დამკვირვებელს მიმართა – ,,შეგვაწუხე შვილო, 8 საათიდან ამ დრომდე, შეგვჭამე. ყველა დამკვირვებელი ზის, თქვენ ყველგან მიდიხართ, ყველას შენიშნას აძლევთ”.

ხოლო კომისიის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს განუცხადა რომ ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი გამარჯობაზეც შენიშვნას იძლეოდა.

ინციდენტის ამსახველი კადრები საინფორმაციო სააგენტო On.ge-მ გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button