მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქართული ოცნების რეჟიმის დახმარებით, რუსეთი საქართველოში გავლენას ზრდის-აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო

შეერთებული შტატების სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (DIA), – რომელიც პენტაგონს ექვემდებარება და აშშ-ის ერთ-ერთი ძირითადი სადაზვერვო სააგენტოა, – 2025 წლის ანგარიშში საქართველოც ახსენა.

DIA-მ 26 მაისს გამოაქვეყნა მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ 45-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც საქართველო, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ერთად, „რუსეთის გლობალური გავლენის“ ქვეთავშია ნახსენები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები უარესდება, ქართული ოცნების რეჟიმი ქვეყანაში ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც კრემლს გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს.

“რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, რადგან სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის.

საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი დანამდვილებით ისახავს მიზნად ქვეყნის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” მეთაურობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში”, – წერია ანგარიშში.
საქართველოს ზუსტად ორი წინადადება მიემართება. კერძოდ, ავტორების თანახმად:

„რუსეთს თითქმის დანამდვილებით აქვს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნების მიზანი“;
„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში საქართველოზე ჩანაწერს „სრული სისულელე“ უწოდა და კვლავ „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა.

„რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი? მსგავსი სისულელეები რომ ხდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს „დიპ სტეიტის“ გავლენებზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ ბოლო წლებში „გლობალური ომის პარტიის“ (ამ კონცეფციას მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) შესახებ ავითარებს შეთქმულების თეორიას და მასზე დაყრდნობით ოპერირებს.

ირაკლი კობახიძე: „ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ დაამარცხებს“.

DIA-ს ანგარიშში კავკასიის რეგიონიდან ყურადღება გამახვილებულია სომხეთზეც:

„რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა მას შემდეგ, რაც სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლა დააპირა“;
„რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის“.

მსგავსი პოსტები

Back to top button