მნიშვნელოვანისიახლეები

ქართული ოცნებისა და სერგეი ლავროვის “სტრატეგიული მიზანი საქართველოს ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაციაა”-ოპოზიცია

პოლიტიკური დისკუსიის თემაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით. ოპოზიცია სერგეი ლავროვის პოზიციას საფრთხედ მიიჩნევს და ამბობს, რომ საქართველოს გამთლიანების გარანტი ევროკავშირია.

“ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ საკუთარი ქვეყნისთვის ომის გადაბრალება საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნიდა, ეს უკვე ძალიან ღიად ჩანს ლავროვის განცხადებიდან. საინტერესოა, ივანიშვილის მთავრობის რომელიმე წევრი, თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი თუ მაინც უპასუხებს ლავროვს და ეტყვის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველო და არა ცალკე სახელმწიფო, როგორც მათ უნდათ, ეს წარმოაჩინონ,” – განაცხადა პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

“ეს არის დაცინვა და, რა თქმა უნდა, ლავროვი იყენებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ათეთრებს რუსეთს, აიგნორებს რუსეთს როგორც ოკუპანტს და, შესაბამისად, ისინიც ძალიან კმაყოფილები არიან ამით. კიდევ ერთხელ, ევროპის კავშირი არის გარანტია, გასაღები ჩვენი ქვეყნის გამთლიანების და არა ლავროვი,” – აღნიშნა პლატფორმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” დაეხმაროს და მას ცინიკურს უწოდებს.

“ლავროვმა თქვა: თუ საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს – რუსეთი “მათ ურთიერთობების მოგვარებაში” დაეხმარება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ წარსული გადააფასაო. ანუ, ჯერ აღიარეთ მათი დამოუკიდებლობა, ის რომ საქართველო აგრესორი სახელმწიფოა და შემდეგ დაგეხმარებითო (ცინიკურად). იმედმა ეს განცხადება დაამახინჯა, ქარდი გააკეთა, აღიარების ნაწილი ამოიღო და ასპონსორებს. პოსტვ-ის და სხვა პროპაგანდისტები აშეარებენ და აქებენ ლავროვს. ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს. რუსებზე რუსები არიან ეს მოღალატეები!”, – წერს დეკანოიძე.

,,მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს,,-ლავროვი

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” დაეხმაროს და აცხადებს, რომ ქართული ოცნებისა და სერგეი ლავროვის “სტრატეგიული მიზანი საქართველოს ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაციაა”.

“რაც გუშინ მოვისმინეთ მთავარი იყო როგორც ოცნების, ისე ლავროვის მხრიდან, მათ აქვთ ერთი სტრატეგიული მიზანი, ეს არის საქართველოს ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია. მათ სურთ, რომ ეთნოკონფლიქტად შერაცხონ და სამართლებრივ-პოლიტიკურ სიბრტყეზე გადაიტანონ ის, რასაც ერქვა და ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოკუპაცია. მათ შორის, სურთ რომ კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ ოკუპანტების მიერ მართული სეპარატისტული რეჟიმები. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ პარტიულ მიზანს – 2008 წლის შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სინამდვილეში რუსეთი ოკუპანტია, რომ დაზარალებული არის საქართველო, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა – ამ ყველაფრის პოლიტიკური სამართლებრივი ცვლილების მოსურნეა როგორც ივანიშვილი, ისე ლავროვი”- აცხადებს ფავლენიშვილი.

ლავროვის განცხადება საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნების შესახებ არის ძველი რუსული ტაქტიკა,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

ხაზარაძის შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საუკეთესო გზა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ეს 27 დღეში მოხდება.

„ისინი ცდილობენ, გააძლიერონ თავიანთი მარიონეტული რეჟიმი, „ქართული ოცნება“, რადგან იციან, რომ “ოცნება” რთულ მდგომარეობაშია. 12 წლის წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს “ოცნებას” რაღაცის მიღწევა შეუძლია. უნდა ვთქვათ სიმართლე: რუსეთი არის აგრესორი, ომის გამომწვევი და ოკუპანტი. არავის სჯერა იმ ტერიტორიების დაბრუნების, რომელზეც ისინი თავად შეიჭრნენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საუკეთესო გზა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ეს 27 დღეში მოხდება!”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის სანუკვარი ქართული ოცნება საქართველოსთვის-მაჭარაშვილი ლავროვის განცხადებაზე

28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, “თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით”. თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო.

მსგავსი პოსტები

Back to top button