მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნების”ნაწილის აზრით ოპოზიციას შანსი უნდა მიეცეს

ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, განიხილავს დღეს, “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა. საკითხს კენჭი ,პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე უნდა ეყაროს .

“ორად არის გაყოფილი უმრავლესობაში აზრი, ნაწილი ემხრობა შეწყვეტას, ნაწილი გაგრძელების მომხრეა, ზოგადად მგონია რომ, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, განსაკუთრებით იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში. ამის მომხრე ვართ, იმიტომ, რომ პარლამენტი, ჯერ ერთი ისედაც იცით უკვე, მრავალფეროვანი გახდა, დღეს კიდევ დამატებით გახდება მრავალფეროვანი” – აცხადებს ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე დღეს, 2 თებერვალს უნდა უყაროს. მანდატის გასაუქმებლად არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button