მნიშვნელოვანისაქართველო

ქართული ყველის ბაზრის კვლევა და მისი შედეგები

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დაკვეთით “MIC-TNS” – ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული.

როგორც რადიო “ჰერეთს” რძის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ კონიაშვილმა განუცხადა, კვლევა მიზნად ისახავდა ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას.

კვლევის ფარგლებში, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზიც ჩატარდა, რომლის თანახმადაც 15 ნიმუშიდან 8-ში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში მას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.

მთლიანი კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ მომხარებელთა 93% იმერულ ყველს მოიხმარს. ასევე, ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ყველი საკულტო პროდუქტია, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღ საკვებთან, ჯანმრთელობასთან და ორგანიზმისთვის ისეთ სასარგებლო ნივთიერებასთან, როგორიცაა კალციუმი.

თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს.

მომხმარებლის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტადაა დაცული, თვლიან რომ ყველი, ქარხნული წესით არის წარმოებული და არ არის “ნატურალური”.

“ლაბორატორიულმა კვლევამ, მომხმარებელთა შეხედულებებთან მიმართებით სრულიად საწინააღმდეგო შედეგები აჩვენა”, – განაცხადა კახაბერ კონიაშვილმა.

აღნიშნული კვლევის და პრეზენტაციის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელიც ხორციელდება HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის
დაფინანსებით.

მოუსმინეთ კახაბერ კონიაშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button