ქართული რადიომაუწყებლობა 90 წლისაა
საქართველოში 23 მაისს, რადიოს დღე აღინიშნება.
საქართველოს რადიო, რომელიც 1925 წლიდან მაუწყებლობს, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.
პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გადაიცა.
90 წელია, რაც საქართველოში რადიო მაუწყებლობს, ფაქტობრივად ეს არის ერთ-ერთი პირველი რადიო ევროპაში.
1925 წლის 23 მაისიდან დაიწყო საქართველოში ხმოვანი ერა, გავიდა პირველი საცდელი გადაცემა, პირველად გაჟღერდა რადიო წამყვანის-დიქტორის ხმა.
საცდელი მაუწყებლობის შემდეგ, რადიო რეგულარულ მაუწყებლობაზე 1927 წლის თებერვლიდან გადავიდა. თავდაპირველად ეთერში მხოლოდ საუბარი და ცოცხალი მუსიკალური ჩანაწერები გადიოდა.
დღეს საქართველოში 40 – მდე რადიომაუწყებელია.
რადიო ჰერეთი ულოცავს კოლეგებსა და რადიომსმენელს ქართული რადიოს დღეს.