მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია. რიკ დეიმსი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდება, შემდეგ კი დაგეგმილია შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობის წევრებთან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, რიკ დემსთან 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე, მოსამართლეების დანიშვნასა და საარჩევნო რეფორმაზე გეგმავენ საუბარს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, რიკ დემსი თბილისში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი ორდღიანია და 28 ივლისს დასრულდება.