სპორტი

ქართული წყვილის ოქროს მედალი ფიგურულ ციგურაობაში

ფიგურული ციგურაობის ქართულმა სპორტულმა წყვილმა მარია კააზაკოვამ და გიორგი რევიამ იტალიის ქალაქ მენტანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

იქამდე კი გერმანიის ქალაქ ობერსდორფში ჩატარებულ სალიცენზიო ტურნირზე მესამე ადგილის მიღებით, ზამთრის ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს.

20 წლის კაზაკოვამ და 22 წლის რევიამ Mezzaluna Cup 2021-ზე ახალი ოლიმპიური პროგრამა წარადგინეს და საბოლოო ჯამში დიდი უპირტესობით მოუგეს მათ მდევარ ავსტრალიურ და იტალიურ წყვილს, რომლებიც შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

საქართველოს ნაკრების მოციგურავეებმა თავისუფალ ცეკვაშიც საკმარისი რაოდენობის ქულები დააგროვეს, რაც მათ წინსვლაში ბევრად დაეხმარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button