ქართულმა კომპანიებმა 3.7 მლნ ლარის საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს
საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენის – Anuga 2021 დასრულებიდან ერთ თვეში, ქართულ კომპანიებთან 3.7 მილიონი ლარის საექსპორსპორტო ხელშეკრულებები გააფორმდა.
სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga, აღნიშნულ სექტორში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ქართულმა კომპანიებმა მეოთხეჯერ მიიღეს მონაწილეობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული პროდუქცია: ჩირი, თხილი, ჯემი, თაფლი, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ჩურჩხელა, ძირტკბილას ექსტრაქტები და ჩხირები, ნატურალური წვენი, ჩაი, ღვინო და ცქრიალა ღვინო.
გამოფენის მანძილზე ქართულმა კომპანიებმა 300-მდე შეხვედრა გამართეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორს წარმომადგენლებთან, მათ შორის: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიბანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ქუვეითი, აშშ, კანადა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა „Anuga“ 2021-ზე საქართველოს სტენდის და ქართული კომპანიების მონაწილეობის მხარდამჭერი იყო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი: “მზაობა ვაჭრობისთვის.”