“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა

საქართველოში მომავალი თვის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პარტია „ქართულმა ოცნებმ” საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიას ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მეორეა კახა კალაძე, 3. ირაკლი კობახიძე, 4. თამარ ჩუგოშვილი, 5. გიორგი გახარია, 6. აკაკი ზოიძე, 7. თამუნა ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9. სოფო ქაცარავა და 10. ირინა ფრუიძე. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო სიის წარდგენის ვადა დღეს იწურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button