მნიშვნელოვანისიახლეები
„ქართულმა ოცნებამ“ მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხი წარადგინა

პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხი აირჩია.
კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშხი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მარიამ ლაშხს პარლამენტი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
მარიამ ლაშხის არჩევას მხარი დაუჭირა პარლამენტის 81-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ ლაშხმა გივი მიქანაძე შეცვალა, რომელიც განათლების მინისტრად დაინიშნა.
მიქანაძემ წულაძე ჩაანაცვლა-საქართველოს ახალი განათლების მინისტრი ეყოლება