მნიშვნელოვანისაქართველო

“ქართულმა ოცნებამ” შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატატები დაასახელა

მთაწმინდის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ქართულმა ოცნებამ” დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში – გიორგი შენგელია, მარნეულში – ზაურ დარგალი, ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში – გივი მოდებაძე, ხულოში – ვახტანგ ბერიძე.

კანდიდატების წარდგენამდე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button