მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ქართულმა ოცნებამ” თელავში ავტობუსები ვერ შეავსო

თბილისში დაანონსებულ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, “ქართულმა ოცნებამ ” თელავში მხარდამჭერები სრულად ვერ შეაგროვა.

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ავტობუსები, რომლებიც მხარდამჭერების გადასაყვანად იყო მობილიზებული, ვერ შეივსო, ხოლო ორი ავტობუსი სრულად ცარიელი დარჩა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მოსახლეობის განწყობა სახეზეა და მმართველი პარტია, 30 ოქტომბერს, შესაბამის პასუხს მიიღებს.

თბილისში წასაყვანად, “ქართული ოცნების” კოორდინატორები სპეციალურად შედგენილი სიების მიხედვით, თელავში მხარდამჭერებს დილიდან ითვლიდნენ.

სიაში, ძირითადად, საჯარო მოხელეები, პედაგოგები და ბაგა-ბაღების თანამშრომლები იყვნენ.

რადიო ჰერეთმა სცადა გადამოწმება, მუშაობს თუ არა, თელავის მუნიციპალიტეტის მერია, იმ პირობებში, როცა მოხელეების უდიდესი ნაწილი თბილისში გაემგზავრა, თუმცა შენობის დაცვამ ჟურნალისტებისგან სპეციალური საშვი მოითხოვა.

სატელეფონო საუბარში კი, მერიის საზოგადოებასთან სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პანდემიის გამო, გარეშე პირების მიღება მერიაში, შეჩერებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button