მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ქართულმა ოცნების” წარმომადგენლები ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ

“ქართულმა ოცნების” წარმომადგენლები ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და უკან აღარ უბრუნებენ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ფაქტები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურასა და სოფელ კურდღელაურში დაფიქსირდა.
აკურაში მცხოვრებ, ნელი აბეჩხრიშვილს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პირადობის მოწმობა სტიქიით დაზიანებული სახლის შეკეთების საბაბით გამოართვეს და ამ დრომდე არ უბრუნებენ.
არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო სოფელ კურდღელაურში მცხოვრებმა 75 წლის ლამარა ჟამიერაშვილმაც, რომელსაც ხმის მიცემა პირადობის მოწმობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაურკვეველი მიზეზით ჩამოართვეს და მეორე ტურის წინაც არ დაუბრუნებიათ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის თქმით, “ქართული ოცნება” არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას ძირითადად, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს უზღუდავს, რადგან წაგების ეშინია.
“ქართული ოცნების” თელავის შტაბში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტს უარყოფენ.
შტაბის ხელმძღვანელი, პლატონ კალმახელიძე ჰერეთთან განმარტავს, რომ არჩევნები მშვიდ, მოწესრიგებულ გარემოში ტარდება და ამომეჩევლის უფლება, არ იზღუდება.
30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური,თელავში გაიმართება.
გიორგი ბოტკოველი,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ლევან ანდრიაშვილი “ქართული ოცნების”კანდიდატები, მერის თანამდებობის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button