მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

„ქართუსთან“ მიწების გადაცვლა სახელმწიფოს ინტერესი იყო”

“ამ დღეებში გავრცელდა ერთი საკითხის დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს „ქართუ ჯგუფმა“ ბაკურიანში მიწების გადაცვლით რაღაც სარგებელი მიიღო. ჩვენივე ინტერესით, „სახელმწიფო ქონების სააგენტოს“ თხოვნით „ქართუ ჯგუფი“ დაგვთანხმდა და თავისი კუთვნილი მიწა გადაცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში, როგორც ამას ჩვეულებრივი პრაქტიკა ითვალისწინებს. ეს არა „ქართუ ჯგუფის“, არამედ ჩვენი ინტერესი იყო.” – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამგვარად, მინისტრი გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ “ქართუს” მიწა 14-ჯერ დიდ ტერიტორიაში გაუცვალა.

„ეს არის თავდაყირა მოწოდებული ინფორმაცია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში და ეს ჩემპიონატი ბაკურიანში ტარდება. ამისთვის მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია დიდველზე ახალი საბაგიროების მშენებლობა და ახალი სასრიალო ტრასების გაყვანა. ამ პროექტის დამტკიცების კვალობაზე გაირკვა, რომ არეალში ექცევა ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნის „ქართუ ჯგუფს“. გარდა ამისა, იქ სხვა კერძო მიწებიც არის და ეს ჩვეულებრივი პროცესია. ჩვენივე ინტერესით, „სახელმწიფო ქონების სააგენტოს“ თხოვნით, „ქართუ ჯგუფი“ დაგვთანხმდა და თავისი კუთვნილი მიწა გადაცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში, როგორც ამას ჩვეულებრივი პრაქტიკა ითვალისწინებს. ეს არა „ქართუ ჯგუფის“, არამედ ჩვენი ინტერესი იყო. დღესაც, სახელმწიფო დიდველის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც „ქართუს“ ეკუთვნის, უსასყიდლოდ იყენებს პარკინგისთვის. ყოველგვარი განცხადება, თითქოს აქედან „ქართუ ჯგუფმა“ რაღაც სარგებელი ნახა, არის უსაფუძვლო.” – განაცხადა თურნავამ.

მოისმინეთ ნათია თურნავას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button