გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტისთვის.

გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

კახეთის სხვა ავტომაგისტრალებზე გადაადგილება თავისუფალია.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button