ქართველ მოჭადარაკეთა მორიგი გამარჯვება

მაკედონიის სკოპიეში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველმა ქალებმა გამარჯვება მოიპოვეს!

კლუბმა ‘ნონამ’ 6-საათიანი ბრძოლის შემდეგ, ანგარიშით -2,5 : 1,5 რუსეთის უძლიერესი საკლუბო გუნდი, პრაქტიკულად ქვეყნის ნაკრები დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რუსი მოჭადრაკეები, ხანგრძლივი სათამაშო პერიოდის განმავლობაში, ყოველთვის დიდი ბრძოლისუნარიანობით და ამტანობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ გუშინდელ მატჩში ჩვენებურებმა მეტოქე 6-საათიანი ურთულესი ბრძოლის შემდეგ გადაითამაშეს და მოწინააღმდეგე თავისივე ‘კოზირით’ დაჯაბნეს!

პირველ დაფაზე შავი ფიგურებით, მოასპარეზე ნანა ძაგნიძემ დაძაბულ ბრძოლაში რუსეთის წამყვანი მოჭადრაკე ვალენტინა გუნინა დაამარცხა. პარტიაში ნიმცოვიჩის დაცვა გათამაშდა, გუნინამ შუა თამაშში უზუსტოდ ითამაშა და მეტოქეს უკეთეს დაბოლოებაში გადასვლის შანსი მისცა. ენდშპილში ქართველმა დიდოსტატმა დამაჯერებლად ითამაშა და გუნდს გამარჯვებისათვის მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

მეოთხე დაფაზე, ნინო ბაციაშვილმა გამოცდილ ეკატერინა კოვალევსკაიასთან ეფექტურად გაიმარჯვა .

32.კb3! კ:b3 33.ე:b7 და თეთრებს მშვიდად გაჰყავთ ‘b’ პაიკი ლაზიერში.

ყაიმით დაასრულა შეხვედრა ლელა ჯავახიშვილმა ოლგა გირიასთან დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, მეორე დაფაზე ბელა ხოტენაშილმა მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან პარტიაში მარცხი განიცადა .

2 ტურის შემდეგ, ქართული კლუბი 4 ქულით პირველობას: მაკედონიის ‘გამბიტთან’ და რუსეთის ‘უგრასთან’ ერთად ინაწილებს.

მომდევნო ტურში ჩვენები მანსპინძელთა გუნდს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button