ქართველ უშუისტთა მედლები მოსკოვიდან
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები 6 კაცის შემადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც 17 ქვეყნის 23 გუნდი 730 სპორტსმენით მონაწილეობდა.
ქართველმა სპორტსმენებმა სანდასა და საჩვენებელ ტაოლუში არაერთი მედალი მოიპოვეს.
ტაოლუ:
დავით გულისაშვილი: 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
ნინო ჩიხლაძე: 1 ვერცხლი
გურამ ფირცხალავა: 1 ბრინჯაო
ნაკრების მწვრთნელი: გიორგი ვერულიძე
სანდა
გიორგი სიდამონიძე (70 კგ): 1 ვერცხლი
ნაკრების მწვრთნელები: ლაშა სუმბულაშვილი, დავით კუჭავა.