სპორტი

ევრობასკეტზე საქართველომ პარტნიორად თურქეთი აირჩია

მომავალ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია.

საქართველოს საკალათბურთო ასოციაციამ ჯგუფში, პარტნიორ ქვეყნად თურქეთი აირჩია. ინფორმაცია ფიბამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან იწყება. მისი მიზანი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა. ასევე, ფედერაციები აკვირდებიან შერჩეული ქვეყნის ეროვნული ნაკრებების სიძლიერესაც.

გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ერთერთმა მასპინძელმა ქვეყანამ, იტალიამ, ჯგუფის მეორე წევრად ესტონეთი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2022-ს 4 ქვეყანა: საქართველო, იტალია, გერმანია და ჩეხეთი მასპინძლობს. დანარჩენმა 2-მა ქვეყანამ საკუთარი არჩევანი წინა თვეში გააკეთა. გერმანიამ პარტნიორად ლიეტუა ირჩია, ჩეხეთმა კი – პოლონეთი.

ასე, რომ ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატის 4-ვე ჯგუფში 2-2 გუნდი უკვე ცნობილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button