ქართველების ორი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ბულგარულ სამოკოვში მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც საქართველოს რვა წარმომადგენელი (მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური, მწვრთნელები – ზურაბ გუნია, ლაშა დუნდუა) მონაწილეობდა.

ჩვენმა სპორტსმენებმა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოსმ ედალი და მსოფლიოს ჩემპიონატის სამი საგზური მოიპოვეს. ამ წარმატებით ქართველმა მოკრივეებმა გუნდური მერვე ადგილი დაიკავეს.

ოთხი ოქროთი ყველას რუსებმა აჯობეს, ორი ოქროთი და ერთი ბრინჯაოთი მეორე ადგილი ირლანდიელებს ერგოთ, ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთიბრინჯაოს მედლით მესამე ადგილი ბრიტანელებს ხვდათ.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელმა ოთარ ერანოსიანმა იყოჩაღა. სტარტზე მან ალმოგ ბრიგა (ისრაელი) დაამარცხა, შემდეგ გერმანიის სახელით მოასპარეზე რობერტ არუთინიანს აჯობა, მეოთხედფინალში ამ წონისე რთ-ერთი ფავორიტი, მეორე ნომრად განთესილი რუსი ადლან აბდურაშიდოვი დაჯაბნა, ნახევარფინალში მასპინძელ ელიან დიმიტროვს მესამე რაუნდში ნოკაუტით სძლია, გადამწყვეტი პაექრობა კი დიდბრიტანელ ჯოზეფ კორდინასთან დათმო დავერცხლის მედალს დასჯერდა.

75 კილოში საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპ რიზიორი ზაალ კვაჭატაძე. ჩვენებურმა ზედიზედ გზიდან ჩამოიშორა ტომას პივორუნი (ლიტვა), ანდრეი ბიკოვიჩი (სლოვენია), არმენ ჰოვიკიანი (სომხეთი) და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი მისი წინსვლა პიოტრ ხამუკოვმა (რუსეთი) შეაჩერა. კვაჭატაძე მესამე ადგილზე გავიდა.

მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ მიხეილ ბახტიძეს (+91 კგ), რომელიც პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მანტას ვალავისიუჩს (ლიტვა) მოუგო, მეოთხედ ფინალში ჩვენებური წონის ლიდერ ფილიპ ჰრგოვიჩთან (ხორვატია) დამარცხდა. ხორვატი ფინალში გავიდა, სადაც გერმანელ ფლორიან შულცს აჯობა და ჩემპიონობა მოიპოვა.

ჰრგოვიჩის წარმატებამ ბახტიძეს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისკენ გაუხსნა გზა – ექვსეულში მოხვდა და ჩვენი ორი მედალოსნის – კვაჭატაძისა და ერანოსიანის მსგავსად, შემოდგომით პლანეტის უძლიერეს მოკრივეებს რიოს 2016 წლის თამაშების საგზურისთვის დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button