სპორტ-ნიუსისპორტი

ქართველებისთვის არასასურველი ფრე პორტუგალიამ გამარჯვებასავით იზეიმა

რაგბი ევროპის სტარტი საქართველოს ნაკრებმა არასახარბიელო ფრეთი დაოწყო.

პორტუგალიასთან საშინაო მატჩში ბორჯღალოსნები პორტუგალიას ანგარიშით:25:25 დაუზავდნენ.

პორტუგალიელები სენსაციას აანონსებდნენ და მიზნამდე სულ ცოტა დააკლდათ.ქართველებმა კი ზედიზედ მეათე გამარჯვება ვერ იზეიმეს.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და თითქმის ყოველ ჯერზე მასპინძლები მდევრის როლში იყვნენ.ამის მიუხედავად პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების წარმატებით დასრულდა.

შეცდომები შეხვედრის მეორე ნახევარშიც მრავლად იყო.მოედანზე არეულობას კი სტუმრები სათავისოდ იყენებდნენ.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილებიდან ტაბუცაძემ,ქერდიყოშვილმა და ჯალაღონიამ ლელო დადეს.აბჟანდაძემ აქტივში გარდასახვა ჩაიწერა. კარიმა წარმატებით შეასრულეს მოდებაძემ,სინბინამ და აბჟანდაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button