,,ქართველებს უჭირთ და სამაგიეროდ, რუსები ხეირობენ,,-გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობა,,-ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღის გეგმებზე სასაუბროდ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 26 მაისს საქართველოს ყველა მოქალაქე „ჩაიბარებს 26 მაისს“. რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში, არ დაუკონკრეტებია.
გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია.
„ჩვენი წინააღმდეგობის პლატფორმის დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც არის ქვეყანაში – თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა „ვივამედის“ ოფიციალურ დოკუმენტში. ჩვენ, არ შეიძლება, გვქონდეს რამე იმედი ან გამოძიების, ან სასამართლოსი. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას და დავიბრუნოთ სასამართლო. ამ დროს ჩვენ მოგვეწია „მეგობარი აქტის“ მიღება ამერიკაში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი.
არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე. ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას, დავუპირისპიროთ ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ. რაც მთავარია, გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველანი ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა. ყველა ერთად, საქართველოს მოქალაქეები ჩავიბარებთ 26 მაისს, რადგან 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას. ამისთვის ყველანი ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ ყველანი ერთად, მთელი ქვეყანა, სრულიად საქართველო, ერთად 26 მაისს“, – – თქვა ზურაბიშვილმა. „წინააღმდეგობის პლატფორმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავადაა, ამ საკითხზე სამსჯელოდ გუშინ, 5 მაისს, შეიკრიბა. ამ პლატფორმაში გაერთიანებული არიან „ძლიერი საქართველო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც ევროპის დღე და ამასთან, პასუხია ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ ჩვენს ქუჩებში – უნდა გამოვიდეთ და ევროპა ამ რუსიფიკაციას დავუპირისპიროთ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, „რუსები ხეირობენ“.
„მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და ამასთან, პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ ჩვენს ქუჩებში, ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს რესტორნებში. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც ამ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრობენ. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, რუსები ხეირობენ, მაგრამ ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ.
რაც მთავარია, გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს.
26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ თემებზეც.
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც ქვეყანაშია. ეს თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა „ვივამედის“ ოფიციალურ დოკუმენტში. ეს არის ჩვენი დღევანდელი ქვეყნის სურათი. კიდევ უფრო მძიმე ამ სურათიდან გამომდინარე ისაა, რომ არ შეიძლება დღეს გვქონდეს რამე მოლოდინი ან იმედი ან გამოძიების, ან სასამართლოსი. ეს არის სწორედ ის, რაც ამ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება. მთავარი – დავიბრუნოთ სასამართლო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დიდი აქცია-მსვლელობა იქნება 26 მაისს. ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალეკო ელისაშვილს „წინააღმდეგობის პლატფორმის“ გეგმებზე დაუსვეს კითხვა.
„ძალიან კარგი კომიტეტია, ჩართულები ვართ თავიდან ბოლომდე, ძირითადად, ბადრი ჯაფარიძე, ამ შეხვედრების, წინააღმდეგობის შტაბის მონაწილე, რომელიც კოალიციის სახელით არის წარმოდგენილი. ძალიან დიდი მსვლელობა-აქცია იქნება 26 მაისს. ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ და ხელები არ ჩამოგვიყრია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
26 მაისი არის თარიღი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან – ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ეს სიმწირით მოპოვებული დამოუკიდებლობა დაკარგოს და რუსეთს ჩააბაროს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესს აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, მათ არცერთი ისტორიული თარიღის აღნიშვნა ქართველ ხალხთან ერთად აღარ შეუძლიათ“.
„ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის გვაქვს თხოვნა, რომ ისინი საქართველოში ხშირად ჩამოვიდნენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, როგორიც 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ეს არის თარიღი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან – ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ეს სიმწირით მოპოვებული დამოუკიდებლობა დაკარგოს და რუსეთს ჩააბაროს.
დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროპაში ბევრი სხვადასხვა პრიორიტეტია, ჩვენი პარტნიორები ამ დღეს ჩვენთან ერთად გაიზიარებენ, აქ თბილისში.
ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ხელისუფლებად ვერ მოვიხსენიებთ, რადგან ხელისუფლების პირობებში ძალაუფლება ხალხშია, დღეს კი ექსკლუზიური ძალაუფლების წყაროა ივანიშვილი, რომელმაც რუსული სპეცოპერაციით, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება – ქართველი ხალხის თავისუფალი ნების წინააღმდეგ. მსგავს რეჟიმს არ აქვს არანაირი ანგარიშვალდებულება ქართველ ხალხთან, შესაბამისად არც ის შეუძლია, რომ ქართველ ხალხთან ერთად იზეიმოს მნიშვნელოვანი თარიღები, როგორიც არის 9 აპრილი, ან 26 მაისი.
ისინი აღარ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ნებას, მათ არცერთი ისტორიული თარიღის აღნიშვნა ქართველ ხალხთან ერთად აღარ შეუძლიათ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
2025 წლის 26 მაისს საქართველო 107-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ დღეს დედაქალაქსა და მუნიციპალიტეტებში ღონისძიებებს მართავს. წელს პირველად, საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც ხუთ თვეზე მეტია, აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.