მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

არალეგიტიმაცია! – ბოტკოველი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, გიორგი ბოტკოველი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ, მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“მადლობა ჩემო თანამებრძოლებო, მადლობა შრომისთვის, მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ საერთო ბრძოლისთვის, ეს ქვეყნისთვის ბრძოლაა!
არცერთი ნაბიჯი უკან, არალეგიტიმაცია, არანაირი მეორე ტური, “ივანიშვილის სპეცოპერაციას” ქართველი ხალხის წინააღმდეგ! გპირდებით, დავიცავ თქვენი ბრძოლის ფასს, დავიცავ ყველა იმ პატრიოტი ადამიანის ხმა, რომელი პატრიოტებიც არ შეშინდნენ, არ გაიყიდნენ არ უღალატეს მთავარ პრირნციპს – საკუთარ ოჯახს და შვილებს! ბრძოლა ბოლომდე, საქართველოს გადასარჩენად!”- წერს ბოტკოველმა.

ბოტკოველი რადიო ჰერეთის დამაზუსტებელ კითხვას, კანდიდატმა უპასუხა, რომ ეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას ნიშნავს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ბოტკოველის მთავარი კონკურენტი, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი იყო.

ოთხი მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნის მონაცემებით, ქადაგიშვილმა, არჩევნებში მონაწილეთა 46, ხოლო ბოტკოველმა – 40% მიიღო.

შედეგის მიხედვით, მე-10-ე საარჩევნო ოლქში, კანდიდატებს მეორე ტურში მონაწილეობის მიღება უწევთ.

ოლქში მოსალოდნელი მეორე ტურის შესახებ, ინფორმაცია, დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რეზო გაიპარაშვილმაც დაადასტურა.

ამომრჩევლის აქტიურობამ კახეთის ორ გაერთიანებულ ოლქში, საშუალოდ, 60% შეადგინა.

კახეთის მეორე, გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებულ ოლქში, ცესკო-ს მონაცემებით პირველივე ტურში, 51%-ით, ქართული ოცნების კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა.

მისმა მთავარმა კონკურენტმა, ერთიანი ნახიონალური მოძრაობიდან, ლევან ბეჟაშვილმა, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30% მიიღო.

კახეთის ორ გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარი დეპუატატის ორი მანდატის მოსაპოვებლად, სხვადასხვა პარტიის 37 კანდიდატი მონაწილეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button