მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) პლანეტის საუკეთესო ძოუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზედიზედ მესამედ გახდა – ქართველმა ტურნირის ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.

დღეს ფინალურ ბლოკში იასპაერზა 81 კგ-ში მოასპარეზე დიმიტრი გოჩილაიძემაც, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკ მაჰმადბეკოვთან დამარცხდა. “მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია!

გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს!

ტატოო გრიგალაშვილიიი!!!

ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია”, – ასე ულოცავს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას.
ფინალურ ბრძოლამდე, ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ, თურქ, ტაჯიკ და სამხრეთკორეელ სპორტსმენებს სძლია.

შეგახსენებთ, რომ დღემდე მსოფლიო პირველობაზე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი იყო – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66 კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button