ქართველი გოგონების ვერცხლი და ბრინჯაო რუმინეთიდან [Photo]

22-24 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანების (UWW) ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ჭიდაობის სამივე სახეობაში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის გაიმართა, ქართველმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს.

ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი გულიკო არუთინიანმა (43) მოიპოვა, მეორე დღეს კი ვერცხლის მედალს თამარ ხოჯაშვილი (52) დაეუფლა.

არუთინიანმა პირველ შეხვედრაში მოლდაველი იულია ტირნას 6:0 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში რუმინელ მარია ციოკლეასთან 0:3 დამარცხდა, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი ბულგარელ ივანკა ბარუტისჩსკას იოლად – 10:0 სძლია.

თამარ ხოჯაშვილმა თავდაპირველად თურქი ედა ტკინი 40 წამში სუფთად დაამარცხა, მომდევნო წრეში უნგრელ ერიკა ბოგნარს 10:0 მოუგო, ნახევარფინალში კი ბულგარელ ვესელა ბრამჩევას დაძაბულ შეხვედრაში 16:10 სძლია და ხელის მცირე ტრამვაც მიიღო. თამარმა ფინალში მაინც იასპარეზა, გერმანელ სერენა ბოლკესთან 2:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გუნდს ოთარ ტლაშაძე ხელმძღვანელობდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34044″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button