მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ქართველი მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ოჯახის წევრები ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში დროულ გადმოსვენებას ითხოვენ, – ამის შესახებ მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს. დავით რაზმაძის ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა, თუმცა შედეგები მათთვის უცნობია.

დავით რაზმაძის ოჯახი საქართველოს მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა ცხედრის საქართველოში დროულად გადმოსვენება მოხდეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლეს.

დღესვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა, რომ ლიბიურმა მხარემ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა. ის ვარაუდობს, რომ ცხედრის გადმოსვენების პროცედურა სავარაუდოდ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე თქმით, გადმოსვენების შემდეგაც გაგრძელდება პროცედურები იმის დასადგენად, თუ რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button