კულტურამოზაიკამსოფლიო

ქართველი მოდელის მორიგი წარმატება

ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი რამდენიმე წელია ლონდონის, პარიზის, მილანის და მოდის სხვა კვირეულებზე წარადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Versace, Dolce&Gabbana, Blugirl, Ralph&Russo, Giorgio Armani, Zuhair Murad და სხვა მსოფლიო დონის ბრენდებს.

იბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: Cosmopolitan, Grazia, Marie Claire, V Magazine, Vogue.

ქართველი მოდელის სახელი მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში უკვე წლებია, ბევრისთვის უცხო აღარ არის.

Sophie Couture-მა ულამაზესი ქართველი მოდელის ფოტოები გამოაქვეყნა. თაკო ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარადგენს. გადაღებები კომოს ტბაზე, იტალიაში მიმდინარეობდა.

თაკო ნაცვლიშვილი 22 წლისაა, მან 14 წლის ასაკში დაიწყო კარიერა Looks Models-ში, უცხოური სააგენტოებიდან პირველად Next Model Managment-მა შენიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button