ქართველი მოკრივეები იშტვან ბოშკაის 65-ე მემორიალზე
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გუშინ მოკრივეთა ტრადიციული A კატეგორიის ტურნირი დაიწყო.
ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ საერთაშორისო ასპარეზობა „იშტვან ბოშკაის სახელობის 65-ე მემორიალი“ წელს თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება.
შარშან, მარტში ინგლისის დედაქალაქში ევროპის კრივის სალიცენზიო შეჯიბრება იმართებოდა, რომელიც შეწყდა და მიმდინარე წლის 22 აპრილს ასევე, ლონდონში გაგრძელდება.
ბოშკაის მემორიალი სწორედ ლონდონში გასამართი ევროპული პირველობის მოსამზადებელი ღონისძიებაა.
მიმდინარე ტურნირზე მედლები ქალთა 5 და ვაჟთა 8 წონით კატეგორიაში გათამაშდება.
საქართველოს კრივის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეჟან ჭიჭინავამ ორთაბრძოლების გასამართად 5 მოკრივე: ლაშა გურული, ნიკოლოზ მადიევი, სახილ ალახვერდიევი, არტურ გომციანი და არშაკ ელიზბარიანი წაიყვანა.
მსოფლიოს სპორტსმენთა ის ნაწილი, რომლიც ლიცენზიის გარეშე დარჩნენ, ოლიმპიადის საგზურებს პარიზის მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირზე მიმიდნარე წლის მაისში მოიპოვებენ.
გადაწყვეტილება ამის შესახებ კრივის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო.
ბოშკაის მემორიალი 12 თებერვალს დასრულდება.