ქართველი მოცურავეების წარმატება საბერძნეთში
საბერძნეთში, „აკროპოლის გრან პრიზე“, საქართველოს რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა და თემო კობახიძემ 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
რევიშვილმა 400 მეტრზე თავისუფალ სტილში მეორე პოზიცია დაიკავა, 200 მეტრზე კი მესამე ადგილზე გავიდა.
კობახიძემ ბატერფლაის სტილით ცურვაში 50- მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიგო, ხოლო ამავე სტილით 200 მეტრზე ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა.