ქართველი მფრინავი ტყვედ აიყვანეს – მეამაბოხეები მილიონს ითხოვენ

“მილიონი დოლარი ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ”, – სწორედ ამ თანხას ითხოვენ კონგოელი მეამაბოხეები ქართველი მფრინავის, სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად. იგი თითქმის ერთი თვეა ტყვეობაშია.

სოსო ოსურაულის ოჯახში ადასტურებენ, რომ ქართველი მფრინავი ტყვედაა აყვანილი. მათთვის ასევე ცნობილია, რომ მეამბოხეები გამოსასყიდს ითხოვენ. სხვა დეტალებზე ოჯახის ახლობლები ვერ საუბრობენ.

კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა. თავდაცვის სამინისტროში ამ საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ. უწყების განმარტებით ოსურაული არ არის მათ მიერ წარგზავნილი ამ ქვეყანაში. ჩართულია თუ არა საგარეო უწყება გათავისუფლების პროცესში, ამ თემაზე არც საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბრობენ.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button