სპორტი

ქართველი ქალი ძიუდოისტები საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრნენ

საქართველოს ქალ-ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთის ქალაქ ედირნეში გუშინ ჩავიდა და სხვა ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებთამ ერთან მოსამზადებელ ორთაბრძოლებს გამართავს.

სპარინგ-მეტოქეებთან შესახვედრად ჩვენებურებს მთავარი მწვრთნელის გია თენაძის ნაცვლად მწვრთნელი კახა მოცრაძე უთავკაცებს. თენაძე მსოფლიო მასტერსზე, 2021 წლის იანვარში გაყვება ქალ-ძალოსნებს.

ედირნეში, ლიცენზიისთვის მებრძოლი 5 ძიუდოისტი ჩავიდა: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე 52კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ.), მარიამ ჭანტურია (70კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78). ამ შემადგენლობას 70კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ახალგაზრდა ნინო გულბანიც დაემატა.

ერთიანი საწვრთნელი შეხვედრა მომავალი წლის 4 იანვარს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button