მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი ოკუპანტების დანაკარგი ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 1 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 23 500

📌ტანკი – 1 026

📌ჯავშანტექნიკა – 2 471

📌საარტილერიო სისტემა – 451

📌სარაკეტო სისტემა – 151

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 80

📌თვითმფრინავები – 192

📌ვერტმფრენი – 155

📌სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 796

📌გემი/ნავი/კატარღა – 8

📌საწვავის რეზერვუარი – 76

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 245

📌სპეციალური აღჭურვილობა – 32

📌საკრუიოზ რაკეტები – 84.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ განცხადებით, უკრაინის მიერ კუნძულ „ზმეინიზე“ განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურებულია სამი საზენიტო სარაკეტო სისტემა „სტრელა-10“ და საკომუნიკაციო ტექნიკა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დანაკარგები არის კუნძულზე განთავსებულ რუსეთის ჯარის პერსონალს შორისაც.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, კუნძულზე მიტანილი იერიშის შემდეგ შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის გააქტიურება შეინიშნება. სარდლობის ინფორმაციით, რუსები კატარღებით კუნძულზე დარჩენილი პერსონალის ევაკუაციას ცდილობენ, ხოლო წყალქვეშა ნავები და სხვა სამხედრო გემები ინარჩუნებენ სარაკეტო დარტყმების განხორციელების მზადყოფნას.

კუნძული „ზმეინი“ რუსებმა ომის დასაწყისშივე დაიკავეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, იქ მყოფი ყველა ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button