ქართველი სპორტსმენების წარმატება ძალისმიერ სამჭიდში
წარმატებით დასრულდა ქართველი სპორტსმენებისთვის ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში.
ნაკრების წევრმა გივი მარგველაშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სპროტსმენმა, რომელიც 67 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, 150-კილოგრამიანი სიმძიმე დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ღია ჩემპიონატს თბილისმა უმასპინძლა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 300 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.