სპორტი
ქართველმა 18 წლამდელებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 64:10 დაამარცხეს

ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველმა რაგბისტებმა რუსეთის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით – 64:10 დაამარცხეს. კალინინგრადში ჩატარებულ შეხვდრაში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 10 ლელო დადეს, საკუთარ ნახევარზე კი მხოლოდ ერთი გაუშვეს.
ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.