სპორტი

ქართველმა და უკრაონელმა მოფარიკავეებმა მოსამზადებელ ეტაპზე გაიმარჯვეს

“შერატონ გრად თბილისი მეტეხი პალასში“ მოფარიკავეთა საერთაშორისო ერთობლივი საწვრთნელი შეკრება დასრულდა.

ასპარეზობაზე, პირველობისთვის 8 ქვეყნის მოხმალავეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საქართველოს გარდა, თბილისის საწვრთნელ შეკრებაზე საფრანგეთის, უკრაინის, ბელარუსიის, თურქეთის, ბულგარეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრებები იმყოფებოდნენ.

ტურნირის ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრება წლევანდელი სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადების ერთერთი ეტაპი იყო.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობაში.
პირადი პირველობის ფინალში ერთმანეთს სანდრო ბაზაძე და ნიკოლას რუსე შეხვდნენ და პირველი ადგილი საქართველოს ნაკრების წევრმა მოიპოვა.

ქალთა შორის კი გამარჯვებული უკრაინელი ალინა კომაშჩუკი გახდა.

ანალოგიური შედეგი დადგა გუნდურ სახეობაშიც: ვაჟებში საქართველოს ნაკრებმა მოიგო; ქალთა შორის კი გამარჯვება უკრაინელ ქალ-მოფარიკეებს დარჩათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button