ქართველმა ძალოსანმა ბაქოს საერთაშორისო ტურნირი მოიგო
29-30 აგვისტოს ბაქომ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ძალოსნობაში.
მეორე საშეჯიბრო დღეს, 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში 17 წლის გიორგი ჩხეიძემ იასპარეზა, ყველა მეტოქეს აჯობა და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
ატაცში გიორგიმ 165 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიკი 200 კილო დაიმორჩილა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორები წმინდა სპორტული შედეგების გარდა, გამარჯვებულებს და პრიზიორებს „სინკლერის“ ცხრილითაც ავლენდნენ, რაც ძალოსნის პირადი წონისა და დაძლეული სიმძიმის ერთგვარ შეფარდებას წარმოადგენს და სპეციალური კოეფიციენტით აღინიშნება.
ჩხეიძე ამ კომპონენტითაც უძლიერესი აღმოჩნდა ტურნირზე, რაც მის წარმატებას კიდევ უფრო მეტ ფასს სძენს. გიორგი უკვე თბილისშია და მომავალი შეჯიბრებებისთვის მზადებას განაგრძობს.