მნიშვნელოვანირეგიონი

ქართველმა ემიგრანტმა პოზნანი-ვარშავას მატარებლის რეისზე 5 ათასი დოლარი იპოვა

ქართველმა ემიგრანტმა პაოლო გვასალიამ პოზნანი-ვარშავას მატარებლის დილის რეისზე, მე-10 ვაგონში შავი ქურთუკის ჯიბეში კონვერტი იპოვა ქართული წარწერით,სადაც 5 ათასი დოლარი იდო. ამის შესახებ მან პოსტი სოციალური ქსელით გაავრცელა.

“სალამი მეგობრებო!
დღეს დილის რეისზე პოზნანი-ვარშავა IC 71004/5
10 ვაგონში ვიპოვე შავი ქურთუკი,ჯიბეში იყო კონვერტი 5000$-ით!

ნამდვილად არ ვაპირებდი დაბრუნებას,უბრალოდ ქართული წარწერა იყო კონვერტზე და ვეღარ დავიტოვე.ვიცი რამდენი შრომა უნდა ამხელა თანხა რომ გამოიმუშაო…

ასე,რომ შემეხმიანე,ხელუხლებლად დაგხვდება! ორშაბათამდე ვრჩები ვარშავაში,შემდეგ ისევ პოზნანში ვბრუნდები,თუმცა გამოგზავნა შემიძლია სადაც იქნები იქ…”,-წერს გვასალია პოლონელი ემიგრანტების ჯგუფში.

“აი რატომ მეამაყება ქართველობა. არ ვიცი ვინაა ეს პიროვნება,მაგრამ ასეთი საქციელი ღირსეულია ემიგრანტების ჯგუფიდან წამოვიღე… 5000 $ ცოტა არაა…დიდი შრომა უნდა იქნებ გავრცელდეს და გამოჩნდეს პატრონი. მეამაყება ქართველობა”,-წერს ემიგრანტი ანზორ სვიანაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button