ალასკაში თვითმფრინავი ოფისის შენობას შეეჯახა [Photo/video]

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში ერთმოტორიანი თვითმფრინავი ოფისის შენობას შეეჯახა. კატასტროფის შედეგად პილოტი დაიღუპა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისთვის თვითმფრინავის კურსი უცნობია.

პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით 6:00 საათზე, Brady-ს ექვსსართულიან შენობას შეეჯახა. მისი ნამსხვრევები მეზობელ შენობასაც მოხვდა, რამაც ელექტრული ტრანსფორმატორი დააზიანა, ელექტროენერგიის გათიშვა და ხანძარი გამოიწვია.

ვინაიდან კატასტროფა დილაადრიან მოხდა, შენობაში არავინ იყო, შესაბამისად, ადამიანების მსხვერპლიც არაა.

თვითმხილველების ინფორმაციით, კატასტროფის წინ თვითმფრინავმა დაბალ სიმაღლეზე რამდენიმე წრე შეასრულა, შენობას შეეჯახა და მას ცეცხლი მოეკიდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება მალევე შეძლეს.

როგორც Alaska Dispatch News-ი გვაცნობებს, თვითმფრინავმა 2 შენობა დააზიანა. ერთ-ერთ მათგანში სამართალდაცვის უწყებისა და საოლქო პროკურორის ოფისები იყო განთავსებული.

გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ კატასტროფის ტერორიზმთან დამაკავშირებელი წინაპირობა ჯერჯერობით არ არსებობს. მიმდინარეობს გამოძიება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26407″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button