ქართველმა მესაზღვრეებმა 50-მდე რუსი ბაიკერი საქართველოში არ შემოუშვეს

ანულირებულია – ასეთი შტამპი ჩაურტყეს პასპორტში და საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს 50-მდე რუსი ბაიკერი. ამის შესახებ ინფორმაციას მოტიციკლისტი დიმიტრი ხრიპკოვი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

რუსული გამოცემა auto.mail.ru-ს ცნობით კი ქართველმა მესაზღვრეებმა რუს ბაიკერებს საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს და ახსნა-განმარტებების გარეშე, პასპორტში შტამპი “ანულირებულია” ჩაურტყეს.

“არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში” – ამ მოთხოვნით საზოგადოების წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ. ვებ გვერდზე manifest.ge ამ თემაზე მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button