მნიშვნელოვანისიახლეები

“სტიქიის პირველივე დღიდან კობახიძე საკუთარი ხელებით ეხმარებოდა ადამიანებს,,-ოცნება კრიტიკას პასუხობს

თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შოვში სტიქიის შედეგად გადარჩენილებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ ოცნების თავმჯდომარის ნათქვამი “აბსოლუტურად მართებულია”.

“რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული და არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ. თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი უბრალოდ. შეიძლება, რამე კონკრეტული მიზეზი არსებობს” – თქვა სარჯველაძემ.

“სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე საკუთარი ხელებით ეხმარებოდა ადამიანებს. როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ამბობთ აუგს?”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციებზე.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ჯერ ხომ უნდა გაერკვეთ რა და როგორ თქვა.

“თქვე სვავებო, თქვე არაადამიანებო – სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე რაჭიდან არ გამოსულა, საკუთარი ხელებით ეხმარებოდა მაშველებს და ადამიანებს. როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ამბობთ აუგს? ჯერ ხომ უნდა გაერკვეთ რა და როგორ თქვა სისხლის მოყვარულებო?”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში

დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი “გადასამოწმებელია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button