ქართველმა მშვილდოსნებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე, მშვილდოსნობაში ქართულმა შერეულმა წყვილმა ლაშა ფხაკაძისა და ხათუნა ნარიმანიძის შემადგენლობით ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ქართველმა მშვილდოსნებმა ნახევარფინალში სლოვენიის გუნდი დაამარცხა 5:1, იტალიელებმა კი უკრაინულ წყვილზე ამავე ანგარიშით გაიმარჯვეს.
ფინალური დაპირისპირების პირველი სეტი ქართველების გამარჯვებით დაიწყო, თუმცა იტალიელებმა ძალა მოიკრიბეს და საბოლოოდ 5:3 გაიმარჯვეს.
ეს ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული პირველი მედლებია.