ქართველმა პარამოფარიკავეებმა რამდენიმე მედალი მოიპოვეს

მსოფლიოს თასის გათამაშება ქართველი პარამოფარიკავეებისთვის წარმატებული გამოდგა.

ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში გამართულ შეჯიბრში ნინა თიბილაშვილი რაპირით ფარიკაობაში გამარჯვებული გახდა, ხმალში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეორე ქართველმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა კი როგორც ხმლით, ასევე რაპირით ფარიკაობაში მესამე ადგილი დაიკავა. ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი საქართველოში დღეს დილით დაბრუნდნენ.

მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპს 28 ივნისს ვარშავა უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button