ნარინჯისფერებისპორტი

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მაისის სუპერტურნირზე მე-4 გამარჯვება დამაჯერებლად მოიპოვა.

ზაფხულის ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუს გაეჯიბრა და იორიტაოშით აჯობა.

გორგაძემ 21 წლის მონღოლი დოჰიოს მიღმა გადააგდო და ტრავმაც მიაყენა.

საგულისხმოა, რომ ქართველი სეკიტორი ამ ტურნირისა შემდეგ დაქვეითებას ვერ გადაურჩება. ახლა მთავარი ისაა, დარჩენილი შეკინებიდან თუ ყველა მოიგო, – ვარდნა მცირე იქნება.

ტოკიოს სუპერტურნირის დასრულებამდე 3 დღე დარჩა. გორგაძის მომდევნო მეტოქე კი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტობიძარუ იქნება.

33 წლის ქართველი 29 წლის იაპონელს კარიერაში მსოლოდ ერთხელ შეხვდა და ის ორთაბრძოლაც წააგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button