ქართველმა ტანმოვარჯიშემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართულ დელეგაციას კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი შეემატა.
ტანვარჯიშში საქართველოს სახელით მოასპარეზე, დიმიტრი იგოროვი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ეს უკვე ქართული დელეგაციის მერვე მედალია. ამ დროისთვის ქართველთა აქტივში 3 ოქრო და 5 ბრინჯაოა.