სპორტი
ქართველმა წყალბურთელებმა ხორვატიასთან წააგეს

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის დინამო სპლიტის იადრანს დაუპირისპირდა და წააგო.
ეს იყო მეორე მატჩი ლიგაზე,სადაც დინამოელები ხორვატებს სტუმრობდნენ
პირველი სამი მეოთხედი მასპინძლებმა მოიგეს,თუმცა ბოლო მეოთხედში ქართველები გააქტიურდნენ და დიდი ანგარიშით დაწინაურდნენ
დინამოელებს შეხვედრის გადარჩენის შანსიც ქონდათ,თუმცა დრო არ ეყოთ და თამაში ანგარიშით 15:13 დათმეს.
ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ქართველი წყალბურთელები უქულიდ ბოლო,მერვე ადგილზე არიან.
მომდევნო შეხვედრას დინამო შინ ჩაატარებს.მისი მეტოქე ბარსელონა იქნება.