“ქარწაღებულნის” ვარსკვლავი 100 წლის იუბილეს ზეიმობს [Photo/video]

ჰოლივუდის ვარსკვლავს, ოლივია დე ჰევილენს, რომელმაც ცნობილ ფილმ “ქარწაღებულნში” მელანის როლი განასახიერა, 1 ივლისს 100 წელი შეუსრულდა, – იუწყება The Variety.

ოლივია მერი დე ჰევილენი 1916 წლია 1 ივლისს ტოკიოში დაიბადა. მისი დედა თეატრალური მსახიობი იყო, ხოლო მამა – ცნობილი ბრიტანელი ადვოკატი.

ოლივიამ თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მრავალ ფილმში ითამაშა და “ოსკარის” ლაურეატი ორჯერ გახდა. იგი სამსახიობო კარიერის გარდა პოპულარული გახდა საჩივრის წყალობით, რომელიც მან კინოსტუდია Warner Bros-ის წინააღმდეგ შეიტანა და ბრძოლის შემდეგ მსახიობებისთვის შემოქმედებითი თავისუფლების მოპოვება შეძლო.

ოლივია დიდი ხნის მანძილზე ტელევიზიაში მუშაობდა. მან ბოლო როლი ფილმში “ქალი, რომელიც მას უყვარდა” 1988 წელს ითამაშა. სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ დე ჰევილენი პარიზში დასახლდა. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე “ქარწაღებულნის” ერთადერთ ცოცხალ ვარსკვლავად რჩება. როგორც ცნობილია, ვივიენ ლი, რომელმაც ფილმში სკარლეტ ო’ჰარა-ს როლი განასახიერა, 1967 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა, ხოლო რეტ ბატლერის როლის შემსრულებელი კლარკ გეიბლი უფრო ადრე, 1960 წელს დაიღუპა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37590″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button